“ჩემს ოდაში აიდგა ფეხი” – რას წერს ქეთი დოლიძე გუშინ ლანჩხუთში გარდაცვლილ გოგონაზე

ჩემს ოდაში მიიყვანეს სამშობიაროდან. ჩემს ოდაში აიდგა ფეხი. ჩემს ეზოში ისწავლა სირბილი, თამაში, ბავშვობა. ჩემს კაბებს, სამკაულებს, ჩანთებს იხდენდა. მიხაროდა, რომ იქ ჩემს ოდაში დარბოდა მხიარული, ლამაზი, კულულა გოგო. ბებიაჩემის მოსახელე, მოგვარე – ქეთი გეგუჩაძე. ბევრი წელი ის ჩემი მასპინძელი იყო ჩემს სახლში. ღმილით ვსაყვედურობდი ხოლმე ყველა კედელზე, კარზე დაწერილი მისი სახელის გამო. დღემდე, “ძველი ქუხნის” კარზე მისი სახელია მიწერილი, განგებ არ წავშალე არასოდეს. გული მწყდება, რომ ზღვაზე ერთად ვერასოდეს წავედით, სულ ვპირდებოდი, სულ.. რომ ერთი დღე გავისეირნებდით სანაპიროზე.
სულ მემახსოვრება ჩემს ეზოში სიცოცხლით სავსე, კისკისა გოგოს ბავშვობა. არასოდეს წავშლი კედელზე, კარზე მისი ხელით დაწერილ ჩვენს სახელს – ქეთო😪😪 გული მტკივა გოგოობაში მისი ნახვა ვეღარ მოვასწარი😪-წერს ქეთი დოლიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share