წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადასაცემად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.
როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ etaloni.ge-ს განუცხადა, უწყებამ თავიდან ჩაატარა ბაზრის კვლევა და უახლოეს პერიოდში ხელახალი ტენდერი გამოცხადდება, თუმცა სავარაუდოდ, ამ სასწავლო წელს მედლების დარიგება ვერ მოესწრება.
ცნობისთვის, ტენდერი 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს და ვერცხლის მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთებისთვის იყო გამოცხადებული.
ტენდერის მიხედვით, 8 735 მედალი უნდა შეძენილიყო, საიდანაც 6 622 ცალი ოქროსი, ხოლო 2 113 ვერცხლის.
მედლების შესყიდვისთვის 275 650 ლარი იყო გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომელთაც მედლები არ მიუღიათ, უკვე სტუდენტები არიან.