გოგი წულაია გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან .
მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია “თავისუფალი საქართველო” , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება.
პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა , იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ , ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას , რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.
მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს , მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში .
გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.
თქვენი გოგი წულაია , მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში !” ნათქვამია გოგი წულაიას განცხადებაში.