“ყველაფერი რაჭით დაიწყო. დაჯის გამო შქმერის ნახვის სურვილით, მაგრამ ჩემი ყველა გზა ხვანჭკარამდე მივიდა. მითი იმის შესახებ რომ წითელი ღვინო მეორე დღეს თავის ტკივილს იწვევს გაპარტახებულია. თურმე ღვინოს გააჩნია. ლობიანმა ლორით დაიმსახურა ჩემი კვების არევა, მაგრამ ამბროლაურის ცენტრში მდებარე საცხობის ხაჭაპურმა ლობიანს აჯობა. რაჭველმა ქალბატონმა დინჯად მკითხა, თქვენ ესეიგი ხაჭაპურსაც ჭამთ:)) მომიწია თავის მართლება რომ 18 საათიანში არაფერს ვაშავებ. ნიკორწმინდის ფრესკენზე მიხატულმა მზემ და მთვარემ დამარწმუნა, რომ კოსმოსი ყველგანაა სადაც ღმერთია. ერთადერთი სევდიანი ამბავი დაცლილი სოფლებია. მასპინძელოს ძახილიც კი ძალიან სევდიანი იყო:( საბოლოო ჯამში მაგარი ქვეყანაა საქართველო. უნიკალური მასპინძლობის კულტურით და კიდევ უფრო უნიკალური ხალხით.”-წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.