მაშ, ასე –
მას შემდეგ, რაც ჩვენმა საგანმანათლებლო მოძრაობამ 1400 სოფელი მოიარა, ბრძოლის ველი განვავრცეთ:
ეროვნული ბიბლიოთეკა და #გალფი მოძრაობა შენმოქმედს დაუმეგობრდა – პირველ ეტაპზე 30 ოჯახში კომპიუტერებს ჩავიტანთ და 18 თვე ინტერნეტით მოვამარაგებთ.
ქვემო ბოდბეში, ამ შესანიშნავ, ათშვილიან ოჯახს აქამდეც ვსტუმრობდი – კომპიუტერები ჩავუტანეთ. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს ისევ ვესტუმრეთ ტექნიკითა და ახალი წიგნებით.
ნიკოლოზი, მარიამი, ნინო, თეკლა,ბარბარე, სალომე, ქეთევანი, გიორგი, კონსტანტინე, ეკატერინე გახარებულია, მე კი მათი სიხარული კიდევ უფრო მახარებს.