დღეს ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კურთხევაზე, გურიის პირველ გუბერნატორს, მერე ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრს, დღეს წარმატებულ ბიზნესმენს, მიხეილ ჭკუასელს შევხვდი.
გავიხსენეთ ძველი დრო, როცა მღვრიე პოლიტიკური მდინარის სხვა და სხვა ნაპირს ვამაგრებდით. გავიხსენეთ იუმორით და ურთიერთპატივსცემით….
ნიკოლოზობას გილოცავთ….! – წერს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.
ცნობისთვის, დღეს ოზურგეთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაიხსნა, სადაც წირვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა ჩაატარა.