“გინდა, რომ დილა პოზიტივით დაიწყო. გინდა, რომ გჯროდეს ხვალინდელი დღის, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, უკვე მეორე არასრულწლოვანის გაურკვეველ ვითარებაში თვითმკვლელობის (გავრცელებული ინფორმაციით) შესახებ გაიგებ, აბა როგორ?! რა გვჭირს?რატომ და სად დავკარგეთ თაობა, რომლებიც ჩვენი ბედნიერი სიბერის გარანტია უნდა იყვნენ სინამდვილეში?!” – ლანჩხუთში ბოლო სამი დღის განმავლობაში მომხდარ ორი სუიციდის ფაქტს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა.