გაოგნებული ვუსმენ: თვითნაბადი ნიჭია ეს ბიჭი, საოცრად გონიერი. ხელისუფლებავ, არ გინდოდა ძალაუფლების ცივილურად დათმობა?! მიიღებ პროცესებს, რომელიც ერთიანად წალეკავს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, მოკლედ, არსებულ პოლიტიკურ სპექტრს. მსხვილი ბიზნესი: კიდე უჩლიქე ენა ხელისუფლებას და იყავით მთავრობასთან გარიგებების იმედად! ეს რევოლუციური ტალღა თქვენც წაგლეკავთ. აღარაფერს ვამბობ, მთავარ მესიჯზე – მორატორიუმი ენერგოპოლიტიკას – რომელიც პირდაპირ ბმაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. თუმცა, ისედაც რა ენერგოპოლიტიკაზე და უსაფრთხოებაზეა საუბარი ამ ხელისუფლების ხელში. დანარჩენ დაკვირვებებს გზაში დაგაწევთ.
დღეს რესპუბლიკის მოედანზე რიონის მცველების მიერ ჩატარებულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს და ვარლამ გოლეთიანის გამოსვლას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება.