ექიმების ინფორმაციით, შავი სოკოს გავრცელება კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესს უკავშირდება, რა დროსაც ექიმები სტეროიდებს იყენებენ.
დაავადება, განსაკუთრებით, რისკჯგუფებში ვრცელდება. შავი სოკოთი გარდაცვალების მაჩვენებელი კი 50 პროცენტია. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდოს.
შავი სოკო, იგივე მუკორომიკოზი იშვიათი ინფექციაა, ის წარმოქმნის ობს ზედაპირზე. სოკო ლორწოვან გარსზე ჩნდება და ორგანოებს შლის.