“ახლა ის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახელი ვახსენოთ აქ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ პროექტის უკან, მისი ინტერესია და ა.შ. ამას ხომ ფაქტები ღიად ზურგს არ უმაგრებს? არც მისი ხელმოწერაა კონკრეტულად არც ერთ დოკუმენტზე და ა.შ. ამიტომ, ამ ნაწილში უბრალოდ ჩვენ გავაღვივებთ იმ ნარატივს და მეტი არაფერი, რომ რაღაც პოლიტიკური საფუძველებიი აქვს ამ ჩვენს ბრძოლას. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ, რომ ამის უკან. იგივე ფორმით ხომ არ მივუდგებით ამ პროცესს, როგორც ხელისუფლება, რომ ვიღაც დგას ამის უკან და სინამვილეში ვერც ვერავინ ასაბუთებს, ვინ დგას. არასერიოზულია საკითხის ასე დაყენება. ჩვენ არ ვთვლით, რომ სწორია, როცა ჩვენს კონკრეტულ სათქმელს ფაქტობრივი არანაირი ზურგი არ აქვს, რომ აი, დავიწყოთ ამ ყველაფერზე პედალირება, იმიტომ, რომ ეს იქნება სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადება ჩვენი მხრიდან. თუმცა, როცა ვაყენებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად არ არის ამ პროცესებისგან გამიჯნული, მათ შორის მისი დაყენებული ხელისუფლებაა და უბრალოდ მისი სახელის ხსენება ამ პროექტთან დაკავშირებით არის უადგილო”.
– ამბობს ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ბიძინა ივანიშვილსა და პრტესტის მონაწილეების მხრიდან მის არ ხსენებაზე.