“მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია – არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში “ქართული შტამიც” აღმოჩნდეს”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის კიდევ არაერთი მუტაცია იქნება და მათ შორის, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს.

“ვირუსები გავრცელდება, მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია. მე არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში “ქართული შტამიც” აღმოჩნდეს. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩემი აზრით, გავითვალისწინოთ რეანიმაციის საწოლები, გავითვალისწინოთ ბიზნესის მოთხოვნა და ქვეყანა გავხსნათ, ოღონდ ფრთხილად,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share