რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე 3 საათი რჩება

მოქალაქეები მთავრობის პასუხს რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გაჩერებას არ აპირებენ, მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

“ის დიალოგის შესაძლებლობა, რომელიც მთელი ამ 209 დღის განმავლობაში არსებობდა და რომელიც უნდა გამოეყენებინა  ხელისუფლებას, ეს უკვე ამოწურულია. ცალსახად, ისინი არ აპირებენ არანაირ საუბარს ჩვენთან და მუდმივად ამ ტყუილების გზით მიდიან, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გადავიდეთ ჩვენი აქციების უკიდურეს ფორმებზე, რამდენადაც შეგვიძლია კანონის ფარგლებში. […]

ჩვენ ვიმოქმედებთ, არ გავჩერდებით იქამდე, სანამ  ჩვენი ყველა სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ელოდებიან მოქალაქეების შეკრებას, რის შემდეგაც ექნებათ მსვლელობა, მოგვიანებით კი სამოქმედო გეგმას 12 საათზე აქციზევე გააჟღერებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share