შენ არ ეძებ იღბალს, შენ ქმნი იღბალს!

იცოდე რა გინდა. სიცხადე ძალაუფლებაა. გაურკვეველი მიზნებს გაურკვეველ შედეგებამდე მიჰყავხარ.

გახსოვდეს, რომ ყოველ პრობლემას აქვს თავისი მოგვარების გზა. შეიძლება შენ უბრალოდ ვერ ხედავ მას. ჯერჯერობით!

სანამდე ვიღაც დაგეხმარებოდეს, ჯერ შენ უნდა დაეხმარო მას.

დაიმახსოვრე, რომ როდესაც საკუთარ ფიზიკურ ფორმას გარდასახავ, შენ ბიზნესს გარდასახავ!

ყოველთვის, როდესაც აკეთებ იმას, რაც გაშინებს, შენ იბრუნებ ძალას, რომელიც ამ შიშს მიანიჭე. და მხოლოდ ამგვარად ხდები უფრო ძლიერი პიროვნება!

შეწყვიტე მსხვერპლად ყოფნა! შენი ბიზნესი და პირადი ცხოვრება შენი შემოქმედებაა;

სხვა არავინაა ამაზე პასუხისმგებელი. იმისათვის რომ ეს ყველაფერი უკეთესი გახადო, გააკეთე უკეთესი არჩევანი. და მიიღე ახალი გადაწყვეტილებები!

გააცნობიერე, რომ როდესაც წარმატების მცირე თამაშს თამაშობ, შენ საკუთარ პოტენციალს ღალატობ. აგრეთვე იმ მისიას, რომლითაც მოევლინე სამყაროს!

ჭამე ნაკლები და მეტის გაკეთებას შეძლებ!

რაც უფრო მეტად იზრდება შენი წარმატების დონე, მით უფრო ეცადე დარჩე ჭეშმარიტად მშიერი!

არაფერი არ მარცხდება ისე ადვილად, როგორც წარმატება!

როდესაც გამარჯვებული ხარ, მეტისმეტად ბუნებრივი ხდება შეწყვიტო მიღწეული

ზღვრის გადალახვა + ზეშედეგების დადება + ზეაზროვნება + ზეშესრულება!

თუ ზემომზადებული არ ხარ, იცოდე რომ მოუმზადებელი ხარ!

გახსოვდეს, რაწამს გაიფიქრებ, რომ ოსტატი ხარ, უმალ ოსტატობას დაკარგავ… და რაწამს იფიქრებ, რომ ყველაფერი იცი, არაფერი გეცოდინება!

შენ არ ეძებ იღბალს. შენ ქმნი იღბალს!

გაიღიმე და გახსოვდეს, რომ შენი სახე ინფორმაციის წყაროა!

გახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდ მიზანს ისახავ, მით უფრო დიდი ადამიანი უნდა გახდე ამ მიზნის მისაღწევად. ასე რომ მიზნის დასახვა უებარი საშუალებაა ძლიერი ხასიათის შესაქმნელად.

რობინ შარმა

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share