რა შემთხვევაში ევალებათ 1-4 კლასელებს პირბადის ტარება – რეგულაცია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას

საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვებით და სასკოლო საზოგადოებას დაწესებული რეგულაციების შესრულება უწევს. შენობის სველი წესით დალაგება, ოთახების ხშირი განიავება და რაც მთავარია, მე-5 კლასიდან ზევით, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, 1-4 კლასების მოსწავლეებისთვის კი ნებაყოფლობითი.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის გარემოება, როდესაც სამედიცინო ნიღბის ტარება პატარებსაც ევალებათ და ეს გახლავთ ტრანსპორტი – ამ საკითხსაც იზოლაციისა და კარანტინის წესი არეგულირებს – სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირი ვალდებულია ეკეთოს პირბადე. ასე რომ, ნიღბები 1-4 კლასელ ბავშვებსაც უკეთიათ, რადგან თერმოსკრინინგისა და სამედიცინო ნიღბის გარეშე, სასკოლო ტრანსპორტში ვერ ავლენ.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share