საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმირებისთვის. მან ამ საკითხზე საუბრის დროს თქვა, რომ “ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთია”.
“ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა… ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს დიალოგი… კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს… ულტიმატუმებით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთი”, – თქვა ღარიბაშვილმა.