ჩემი პოზიცია არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტის ირგვლივ მისი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული, რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესუსრსები იყოს გამოყენებული”, — თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: