ველური ბუნების კომედიური ფოტოების დაჯილდოებაზე(CWPA) ის ფოტოგრაფები იღებენ პრიზს, რომლებმაც, საკუთარი ნიჭით და კადრის სწრაფად დაჭერის უნარით შეძლეს ცხოველებისთვის, წლის ყველაზე სასაცილო ფოტოების გადაღება.
დაჯილდოვებამ წელსაც წარმატებით ჩაიარა და ფოტოგრაფებმა სახალისო ფოტო შემოგვთავაზეს.
ამ სიაში 11 საუკეთესო ფოტოს ნახავთ, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ცხოველებს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ.
1. არწივი და მდელოს ძაღლი
ფოტო: Arthur Trevino
არწივს ძაღლი ბრჭყალებიდან დაუსხლტა და შემდეგ მისი შეშინება სცადა.
2. სიცილისგან ჩაბჟირებული ლომი
ფოტო: Giovanni Querzani
ალბათ, თავისი ძველი ხუმრობა გაახსენდა.
3. გაბრაზებული ფრინველი
ფოტო: Andrew Mayes
გაბრაზებული იქნება აბა რა, ჯერ ერთი ჭიქა ყავაც არ დაულევია და უკვე ფოტოებს უღებენ.
4. ენოტები თვითიზოლაციაში
ფოტო: Kevin Biskaborn
როცა უკვე მეორე წელია პანდემიის დასრულებას ელი.
5. იოგა ცხოველებში
ფოტო: KT Wong
ორი კურდღლის მადევარმა, ორივე დაიჭირა.
6. მხტუნავი ანტილოპა
ფოტო: Lucy Beveridge
როცა პარასკევია და სამუშაო საათები დასრულდა.
7. ბედნიერი პინგვინი
#სერფინგიჩემიცხოვრებისსტილია.
8. თევზი ზედმეტი ბოტოქსით
ფოტო: Philipp Stahr
ერთხელ გაკოცებს და წავა.
9. ჰიპოპოტამების ოჯახი
ფოტო: Rohin Bakshi
როცა გშია და ოთახიდან ცდილობ დედას ხმა გააგონო და საჭმელი მოატანინო.
10. მოცეკვავე კენგურუები
ფოტო: Lea Scaddan
მთავარია თვლა არ აერიოთ და მოძრაობები ნელ-ნელა დაიხვეწება.
11. თევზაობა
ფოტო: Txema Garcia Laseca
ეს თევზი, მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა.