ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს ეხმაურება, რომელიშიც ერთ-ერთი მისი გადადგომაცაა. თურნავას თქმით, წამითაც რომ ეპარებოდეს ეჭვი, ენერგოპროექტები ქვეყნისთვის სტრატეგულია, ის “აქ არ იდგებოდა”. თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ ჟურნალისტების კითხვას ღიმილით შეხვდა.
“რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემ გადადგომას, შემიძლია ერთი რამ ვთქვა, მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა. დარწმუნებულები ვართ, ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკის და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი.
ნამახვანჰესი როგორც ერთ-ერთი კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში ექსპერტების ჩართულობით, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია, ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიაზე და ჰინდრონაგებობების მდგრადობაზე”. – თქვა თურნავამ.
https://tabula.ge/