„ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: