როცა მნიშვნელოვნად ღირებული საერთო-სახალხო მოძრაობა იწყება, ბევრი მიეტმასნება როგორც პირადი სარგებლის მომტანს….
მერე გრძნობენ რომ უსარგებლო ხორცმეტები არიან და განზე დგებიან….ოღონდ ცდილობენ ავნონ.
ეროვნულ და გარდამტეხ ტალღებს ბარიერებს ხელისუფლება უქმნის სხვა და სხვა გამოცდილი ხერხებით…რათა დააკნინონ, დაშალონ და კვლავ იბატონონ.
რიონი ისევ მოედინება მის მცველთა და ჭეშმარიტ მხარდამჭერთა კვალდაკვალ…
ამ ორომტრიალში…როცა სარგებელმიუღებელნი ბოღმას და შურს ანთხევს…ხეობა ნადგურდება, იმედი ბევრს შემოეცალა…
რიონი უკან ვერ დაიხევს და ეცდება ზღუდეთა გარღვევას ნაღდი და მართალი ადამიანების ძალისხმევით…
ქარიშხლის შემდეგ ტალღები რომ დაცხრება…ნაპირზე ნაგავი რჩება…დინება კი ამაყად აგრძელებს არსებობას.
არცერთი…. ერთობით დაწყებული საშვილიშვილო საქმე უკვალოდ არ რჩება!
არსად… არასდროს არ მოუგია ომი ხელისუფლებას საკუთარი ერის წინააღმდეგ სამართლიანობისათვის ბრძოლაში!
ნათელს მხოლოდ ნათლის მსურველნი და ღირსნი მიჰყვებიან!
სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე.