დღეს გურიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა

✅სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.

✅გურიაში „სინოვაკით“ იმუნიზაცია 26 მაისიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით სულ აცრილია 1268 ადამიანი.

✅საერთო ჯამში, რეგიონში ამ ეტაპზე, 7914 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 4 შემთხვევა: ოზურგეთი -2 , ლანჩხუთი – 1, ჩოხატაური – 1 , გარდაიცვალა ერთი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 519 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share