დაისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები ოთხშაბათს,26 მაისს?

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ოფიციალურ უქმედ არის გამოცხადებული. შესაბამისად, ოთხშაბათს საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები ისვენებენ. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, უქმე დღე სკოლებისთვის და საბავშვო ბაღებისთვის დასვენების დღეა და სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წყდება. ამ შემთხვევაში, პანდემია ან დამატებითი უქმე დღეები გავლენას არ ახდენს და ცვლილება არ შეაქვს ოფიციალურ უქმე დღეებში.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდება და დასვენებების სიუხვის მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. როგორ მოახერხებენ სკოლები დასახული მიზნების მიღწევას, ეს მათზეა დამოკიდებული.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share