“თბილი გაზაფხული“ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ – მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩხაკოურის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ჩხაკოურას საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „თბილი გაზაფხული“, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები; ღონისძიების ორგანიზატორები კი გახლდნენ ნონა ირემაძე და მარინე გიგაშვილი.

ეს დღე ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან საყვარელი მასწავლებლების დახმარებით, უკვე ბევრი რამ შეიმეცნეს და გაზაფხულს, ყვავილებს, სილაღეს და ხალისს ერთად, ხელჩაკიდებულნი შეუძღვნენ მშობლიური სკოლის კედლებში.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share