რამდენიმე წუთის წინ, შპს “ვასაძის პურის” საცხობიდან სახანძრო გამოძახება განხორციელდა. როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, ცეცხლი სადენს გაუჩნდა, რამაც სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე გამოძახებულ სახანძროს ცეცხლი ლოკალიზებული დახვდა.