დაბა ჩოხატაურში, “ წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა

დაბა ჩოხატაურში, “ წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კომპანია მზადაა, გაფიცულების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. “წყალი მარგებელის” ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების შესახებ მალე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share