ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“2021 წლის 25 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390 პროცენტით, მაქსიმალური 9.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.393 პროცენტით განისაზღვრა”, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125% იქნება და კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.