შეხსენება: გურიის რესპუბლიკა იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნას ადარებენ. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ პარიზის კომუნამ დაახლოებით ათი კვირა იარსება, გურიის რეპუბლიკამ კი ფაქტიურად ბევრად მეტი. თუმცა იმის გამო, რომ პარიზი ევროპის შუაგულში იმყოფებოდა, ეს ამბავი დღემდე ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, გურიის რესპუბლიკა უმთავრესად სპეციალისტების ვიწრო წრისათვის. გაუმარჯოს გურიას!