“ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს. თბილისის პარალიზება იყო აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი, რომელმაც ვერ ჰპოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში. აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი – ერთხელ ითქვა, რომ თითქოს წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი დღეში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, შეუძლებელია, რომ ასეთი რესურსი იყოს მობილიზებული წვრილმანი შემოწირულობებით. ემიგრანტების გადმორიცხვა, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უკან არის სერიოზული ინტერესები როგორც კომერციული, ისე პოლიტიკური. თუმცა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს,” – ამბობს კობახიძე.