“მე მჯერა ვარლამის, მართლა მჯერა”

მამა პეტრე კოლხი ვარლამ გოლეთიანს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ურჩევს დედაქალაქში მის ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილი ადამიანების აგრესია გააკონტროლოს, რადგან მის სახელს ამოფარებულები არასწორ ნაბიჯებს დგამენ:

მე მჯერა ვარლამის, მართლა მჯერა მისი ოჯახის… ვგრძნობ მათ გულისტკივილს და ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი და მომავალი, ყველა თანაუგრძნობს ამ ახალგაზრდა, რწმენით სავსე ბიჭს…
ვარლამ, მეგობარო, პირველივე დღიდან გულშემატკივარი ვარ და გაფასებ…
არ მინდა შენი სახელი ვინმემ გამოიყენოს და საკუთარი ძალადობა რიონის ხეობის დაცვის სახელით გაამართლოს… თბილისი სხვა ქალაქია. აქაურობა ყველას აშიშვლებს…
არ მინდა სიტუაცია უმართავი გახდეს… რიონის ხეობას ვინ ჩივის, ერთმანეთი არ დახოცონ…
დღეს ჩემი მეგობარი სამსახურში მიდიოდა, ავტომობილით გადაადგილდებოდა, გზა დაუთმო ქვეითებს, მაგრამ ერთმა ,,პატრიოტმა” დროშის ტარი უთაქა ცხვირში… ეს მასალა არსებობს…
ვარლამ, შენი და რიონის სახელით სანამ უარესებს არ იზამენ, რიონის დაცვის მიმართვასთან ერთად, ისიც გააჟღერე, რომ ადამიანურად მოიქცნენ და ამით შენს სახელსაც გაუფრთხილდნენ და სხვა დანარჩენ საქართველოსაც!..

-წერს პეტრე კოლხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share