შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება:
1. სამხრეთ აფრიკა – 29.2%
2. ჯიბუტი – 26.1%
3. პალესტინის ტერიტორია – 25.9%
4. კოსოვო – 25.6%
5. გრენადა – 22.9%
6. სვაზილენდი – 22.7%
7. ბოტსვანა – 22.6%
8. ლესოტო – 22.4%
9. ნამიბია – 19.9%
10. საქართველო – 18.5%
უმუშევრობის სტატისტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქვეყნები მას ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიან. კერძოდ, 2020 წლამდე საქართველოც უმუშევრობას 1982 წელს მიღებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლიდა. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებული ადამიანები იმის მიუხედავად მათ აქვთ თუ არა შემოსავალი, დასაქმებულებად ითვლებოდნენ, თუმცა 2020 წლიდან საქართველო ახალ – 2017 წელს მიღებულ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლითაც თვითდასაქმებული და სოფლად მცხოვრები ადამიანები ავტომატურად დასაქმებულებად აღარ ითვლებიან.