საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით, ოჯახების საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 1100 ლარია, ხოლო ერთი წევრის საშუალო შემოსავალი 321.4 ლარია. ეკონომიკური კრიზისის შედეგად, 2020 წელს ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 75 ლარით შემცირდა. ეს კლება, ძირითადად, დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის შემცირებას უკავშირდება. პანდემიის პერიოდში ბიზნესის პრობლემები, ლარის შეუქცევადმა გაუფასურებამ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია.
ოფიცილური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ ხალხის ნაწილი, ძირითადად, პენსიასა და ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული, იმისათვის რომ თავი ირჩინოს.