გურიის მოამბე

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის შეგვეძლება გარე სივრცეებში პირბადის მოხსნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადის ტარების მოხსნა გარე სივრცეებში იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსახლოების 20% მაინც იქნება აცრილი.

ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, სულ 17 ათასი ადამიანი გვყავს ორჯერადად აცრილი, ვფიქრობ, სადღაც ივნისის შუა რიცხვებში 60-70 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვეყოლება და ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება. შრომის ინსპექცია ასევე მუშაობს ე.წ. მწვანე კორიდორებზე, რესტორნებში მწვანე სივრცეებზე, სადაც ორჯერადად აცრილ ადამიანს თავისუფლად ყოფნა შეეძლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights