ხმაური იყო შპს „გურია ექსპრესის“ ( „გულისტანი“) შესასვლელ ჭიშკართან სადაც სიტუაცია უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა რაც კომპანიას თურქეთის კონსული ესტუმრა
კომპანიის ადვოკატის აკაკი თოიძის თქმით, კონსული ოზურგეთში ვითარებაში გარკვევის მიზნით ჩამოვიდა
გაფიცული მუშები რომლებიც გაფიცვის პარალელურად კომპანიის პიკეტირებასაც ახორციელებენ კონსულთან შეხვედრას მოითხოვდნენ თუმცა ამ უკანასკნელმა ტერიტორია ისე დატოვა არც მუშებს შეხვედრიათ და კომენტარი არც ჟურნალისტებთან გაუკეთებია
რამოდენიმე ათეული, კომპანიის წინ შეკრებილი მუშა, არ აძლევდა კომპანიის პროდუქტით დატვირთულ ტრაილერს “გულისტანის” ეზოს დატოვების შესაძლებლობას, რა დროსაც ადმინისტრაციის შენობაში მყოფი თურქეთის კონსულის მანქანა კომპანიის ეზოს შესასვლელიდან გამოვიდა, რასაც გაფიცული მუშები იმ პირობით გაუშვებდნენ, თუ მას უკან ტრაილერი არ გაყვებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კონსულის მანქანას ტრაილერიც გამოჰყვა, რამაც სიტუაცია ძალზედ დაძაბა
ავტომანქანამ, რომელშიც თურქეთის კონსული იჯდა, აქციის მონაწილეს ფეხზე გადაუარა
რის შემდეგაც მუშებმა როგორც ტრაილერს, ასევე კონსულის ავტომობილს ფეხები და ხელები დაუშინეს.
კონსულის ავტოამნქანამ კომპანიის ტერიტორია მცირეოდენი შეფერხების შემდეგ დატოვა ხოლო ტრაილერმა, კომპანიის ჭიშკრის გადმოკვეთა ვერ მოახერხა.
პარალელურად, გუბერნატორსა და მუშებს შორის მიმდინარე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც მუშები აცხადებენ, მათ გუბერნატორისგან აზრი ვერ გამოიტანეს.
ამ წუთებში, “გულისტანის” ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი რაზმებიამ მობილიზებული
ცნობისათვის კომპანია გურია ექსპრესის მუშები 23-ე დღეა გაფიცულები არიან, მეოთხე დღეა კი ისინი კომპანიის ბლოკირებას ახორციელებენ
გურია ექსპრესი თურქული ინვესტიციებით აშენებული საწარმოა რომელმაც ფუნქციონირება 1998 წელს დაიწყო
თურქულმა მხარემ მაშინ ამ კომპანიის ასაშენებლად სამი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა