მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, რომლის დამსახურებითაც დღეს კაცობრიობას Wi-Fi აქვს

იცოდით?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ჰედი ლამარი, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს კაცობრიობას Wi-Fi აქვს. ჰედი ლამარი იყო ავსტრიელი ებრაელი. იგი გატაცებული იყო ტექნოლოგიით, თეატრითა და კინოთი. მსახიობის კარიერა მან გერმანიაში დაიწყო, საიდანაც შემდგომში გაიქცა ნაცისტებისგან თავის დასაღწევად. კინოკარიერა ჰოლივუდში გააგრძელა. მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს უწოდებდნენ და მისი ფოტოები ამის დასტურია. ჰოლივუდში ცოტამ თუ იცოდა, რომ შავგვრემანი, რომელიც სპენსერ ტრეისის და კლარკ გეიბლს უწევდა ფილმებში პარტნიორობას, ასევე იყო კომუნიკაციების შესანიშნავი ინჟინერი. აშშ-ს მთავრობამ უგულებელჰყო მისი გამოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ კუბის კრიზისის დროს ჰედი ლამარის გამოგონება ფუნდამენტური გახდა Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებისათვის. მოკლედ, თუ დღეს შეგვიძლია მობილურ ტელეფონების, კომპიუტერებისა და ტაბლეტების უსადენოდ ქსელებთან დაკავშირება, მხოლოდ მისი წყალობით. ამ ქალის ბედი იმდენად საოცარია, რომ ნებისმიერი კინოადაპტაცია წარმოუდგენელი ჩანს. სკანდალები, მითები და ყველაზე წარმოუდგენელი მოვლენები მას თან სდევდა მთელი ცხოვრება. პირველი ეროტიული ფილმი, წარმატებული კარიერა ჰოლივუდში, მილიონობით ჰონორარი, თაყვანისმცემელთა ბრბო – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამ ჰოლივუდელმა ლამაზმანმა გამოიგონა GSM, GPS, Bluetooth და თანამედროვე Wi-Fi. მან მოიგონა ის, რაც ახლა GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi 802.11 სისტემების საფუძველს წარმოადგენს. მან შეიმუშავა ინფორმაციის დაშიფვრის პრინციპები მუდმივი ღია საკომუნიკაციო არხებისთვის. ამის წყალობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ Wi-Fi იმის შიშის გარეშე, რომ თქვენს ხაზს სხვა “დაჯდება”. ჰედი ლამარის გამოგონების გარეშე სამხედრო სატელიტები არ იფრენდნენ, მობილური ტელეფონები არ იმუშავებდნენ და ნავიგაციის სისტემებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ენთუზიასტები ცდილობდნენ ჰედი წარედგინათ კონგრესის საპატიო მედლისა და IEEE პრემიაზე , თუმცა წარუმატებლად. მხოლოდ 1997 წელს მიიღო მან ჯილდო Electronic Frontier Foundation– ისგან. “დროა” – ასეთი იყო 82 წლის მსახიობის რეაქცია. ლამარმა უარი თქვა ცერემონიალზე დასწრებაზე და არ მიიღო ჟურნალისტები. ”არ იფიქრონ, რომ ცუდად გამოვიყურები, უბრალოდ არავის ნახვა არ მსურს”. ჯილდო მისმა ერთადერთმა ვაჟმა, ენტონი ლოუდერმა მიიღო. კინოში შეტანილი წვლილისთვის ჰედი ლამარმა მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ბილიკზე. მსახიობის დაბადების დღეს – 9 ნოემბერს – შეერთებულ შტატებში გამომგონებლის დღე აღინიშნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share