“რაც დღეს ხდება, ეს არის ჯოჯოხეთი და ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება მეტი თუ ნაკლები სიმძიმით და ამას ყველა ვგრძნობთ.
ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვართ საპროტესტო აქციების და მიტინგების უწყვეტ რეჟიმში. რასაც მივაღწიეთ-ქუჩაში პროტესტი დავხვეწეთ.
ჩვენ არ ვაშენებთ, არ მოვიპოვებთ, არ ვითარდებით. ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომელიც ვერა და ვერ ვაქციეთ ძლიერ და განვითარების გზაზე მდგარ სახელმწიფოდ.
სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი აზროვნება, კანონის უზენაესობა, სამართლიანობის განცდა დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ დაგვანახა.
დღეს საერთოდ სინათლეც არ ჩანს, ამ ჯოჯოხეთის და გვირაბის ბოლოს იმდენად მოჯადოებული არის ეს წრე, რომელიც უფრო და უფრო შევიწროვდა.
ყველაფერმა გვერდი აგვიარა. უკანა ეზო ვართ მართლა და რაღაცა შ.პ.ს. ბოსტანი გავხდით. კიდევ უფრო დამძიმდა და დამძიმდა ამ ქვეყნის მდგომარეობა. ვისაც სურს რაიმე შექმნას და შეცვალოს, ყველას გაქცევა უნდა უკვე აქედან.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეგუების ნერვი კი არ უნდა გაგვისქელდეს და ზომბებად კი არ უნდა ვიქცეთ, არამედ არ უნდა შევეგუოთ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო უკან დაგვხევს”-აღნიშნა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მწერალმა და პუბლიცისტმა, თეონა დოლენჯაშვილმა.