თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაც იქნება – ლიეტუვის პრეზიდენტის მილოცვა

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”– ამბობს სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. მისი თქმით, 103 წლის წინ ლიეტუვა და საქართველო ორ ერს წარმოადგენდნენ, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საუკუნეზე მეტი გავდია და ეს ორი სახელმწიფო სულ უფრო ძლიერდება.

“თავისუფლებით გაერთიანებულები ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს.

ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრები. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაც იქნება.

ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

დღეს ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი ამაყია საკუთარი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ლიეტუველი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო განწყობას და სურვილებს თითოეულ თქვენგანს”, – ამბობს გიტანას ნაუსედა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share