“ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს”

ტურისტული სეზონის დასაწყისში საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პანდემიასთან ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს, თუმცა ასეთ თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციების და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები, საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს.

ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რადგან ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

https://bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: