ბათუმში გრძელდება საქართველოს პირველობის – ქვიშის ფეხბურთი – უმაღლესი ლიგის ფინალური ეტაპი.
დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართება.
ოზურგეთის “შევარდენმა”, რომელიც უმაღლეს ლიგაში უკვე მეორე წელია ასპარეზობს, ჯერ ქუთაისი დაამარცხა 6-2, მეორე ტურში გურულებმა სოხუმის დინამოს მოუგეს 7-2 და ჯგუფში ბოლო მატჩს თელაველებთან დღეს გამართავენ.
გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ქვეყნის ჩემპიონობისათვის, მეორე ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც გათამაშების უპირობო ფავორიტი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ლიდერობს.
თუ ოზურგეთელებმა დღეს თელაველებს სძლიეს და ფინალში ბათუმელებს, მაშინ ისინი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.
ცნობისათვის პანდემიის გამო უმაღლესი ლიგის პირველობა ქვიშის ფეხბურთში წელს ერთ ეტაპად ტარდება და მას ბათუმი მასპინძლობს.
ოზურგეთის “შევარდენის” სპონსორია “ჩემი მარკეტი” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია’.
“შევარდენის” მთავარი მწვრთნელია – ხარიტონ ჩხატარაშვილი;