„გულისტანის“ გაფიცულ მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებებში გუბერნატორი და მერი ჩაერთვებიან

ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა გააკეთა.

თუმცა, მუშები ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ იწყებს კომპანიაში შემცირებას და გაფიცულ მუშათა უმრავლესობა უმუშევარი დარჩება.

მოლაპარაკებები გუბერნიაში ეს წუთია დასრულდა, მასში მერთან და გუბერნატორთან ერთად, მონაწილეობას ღებულოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები და რამდენიმე მუშა.

თუმცა, მხარეები იმედიანად განწყობილნი არ არიან და როგორც გაფიცვა, ასევე ბლოკირება, კვლავაც გრძელდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share