მიხეილ სააკაშვილი 27 მაისს ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდება

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ხვალ, 27 მაისის დილიდან, მიხეილ საკაშვილი ევროპული საბჭოს სხდომის პარალელურად, ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდება. მესამე პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს იმ პარლამენტარებთან, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობისა და საქართველოს პრობლემატიკაზე, საქართველოს საკითხზე ჩართულ ოფიციალურ პირებთან მუშაობენ.

ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ვიზიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ჰქონია.

შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროპის მედიაციის როლსა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გზებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share