„ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ან თვალის ფერი არ უვარგათ, იმიტომ, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს, ამ ქვეყანას მმართველი არ ჰყავს“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციული სქემები და „გარიგებები ყვავის“.
„მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო სამსახური მორღვეულია, ერთადერთ რასაც „ოცნების“ მოლაპარაკე თავები აკეთებენ, ოპოზიციას ებრძვიან. ქვეყანაში კორუფციული სქემები, გარიგებები ყვავის და ისე უმარტივესად გაედინება ფული, აუცილებლად კატასტროფამდე მივალთ.
თუნდაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი, მაინც პირდაპირ იკვეთება ვისი ინტერესებიცაა და ყველას რატომღაც უმთავრესი ავიწყდება – „ნამახვანჰესის“ კასკადების 100 % სახელმწიფო კომპანია იყო და სწორედ ის გაყიდეს.
ადგილზე წარმოების და ხალხის დასაქმების ნაცვლად ისეთს აკეთებენ, მომავალ მსოფლიო ეკონომიკაში კი არა, ჩვენი ადგილი აღარსად იქნება. ან თუნდაც ჭიათურაში რა ხდება – თავად მილიარდებს შოულობენ და მაღაროელებს ისეთ ძეხვს აჭმევენ, ძაღლმა არ ჭამა და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მოკლედ, როდესაც უუნარო ხარ, მუდმივად პოლიციით ვერ დაიჭერ სიტუაციას და ეს ფაქტია“, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.