“ვითხოვ ხმების ხელახლა გადათვლას ცხემლისხიდის (ოზურგეთი) საარჩევნო უბანში, უბანი სადაც მინიმუმ 70 ხმა მივიღეთ ნული ხმა გვიწერია ოქმში, ეს არის თაღლითობა, მამაძაღლობა, თი საოლქო კომისია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას გამოვალთ ქუჩაში და შევეცდებით ეს გამყალბებლები სახლში ქუჩიდან გავუშვათ” – გვითხრა ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა დავით მამალაძემ.
თავად მამალაძეს, რომელიც ამავე პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო გურიის მაჟორიტარულ ოლქში საბოლოო ოფიციალური ოქმის მიხედვით ცხემლისხიდის საარჩევნო უბანში 28 ხმა აქვს, ხოლო მის პარტიას ამ სოფლის უბანში, სადაც დავით მამალაძე ცხოვრობს, ნული.