ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” მწვრთნელის პოზიციას ტოვებს

გადაწყვეტილების მიზეზი “ლა ლიგაში” გუნდის უიღბლო ასპარეზობა გახდა.

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი მისი გუნდიდან წასვლის არაერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, გუნდმა წინსვლა შეწყვიტა, ლიგის ნახევარფინალში ჩელსისთან დამარცხა, ასევე, წარუმატებლად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატშიც, ამ ყველაფერმა ზიდანს იმედები ძალიან გაუცრუა.

ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბიციო რომანომ გაავრცელა, რომელმაც ესპანური პრესიდან შეძლო ამ მასალების მოპოვება. ამავე ჟურნალისტის ცნობებით, ოფიციალური ინფორმაცია აღნიშულ თემაზე უახლოეს საათებში გავრცელდება.

თუმცა, 10 დღის წინ ზიდანმა მედიასთან უარყო, რომ გუნდის დატოვებას აპირებდა: “როგორ უნდა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს, რომ მე მათ ვტოვებ? ამ სეზონზე ვფოკუსირდებით, კიდევაა თამაშები დარჩენილი და მათში მაქსიმუმს ჩავდებთ, ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს,”-განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share