ანსამბლი “გურია” მალე საიუბილეო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის გუბერნია ავრცელებს:
სულ მალე ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი ,,გურია” ჩვენს განახლებულ ოზურგეთის თეატრში მაყურებლის წინაშე ახალი რეპერტუარით წარსდგება. ანსამბლი მისი დამაარსებლის – ჯუმბერ დუნდუას 80 წლის იუბილესთვის ემზადება. დღეს ვიყავი მათთან, დავესწარი რეპეტიციას და ქორეოგრაფმა კობა დუნდუამ გამაცნო წინასაკონცერტო სამზადისი. ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია და უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოცეკვავეებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან! წარმატებებს ვუსურვებ ანსამბლის ხელმძღვანელობას და მის თითოეულ წევრს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.