საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC

საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – წერს NCDC.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share