საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყნის მეგობარ და პარტნიორ პოლიტიკოსებს ბრიუსელში ხვდება. მიხეილ სააკაშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მჭიდრო გრაფიკით ჩავიდა.
დღის წესრიგში ერთ ერთი მთავარი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლაა, ამ გარანტიების მიღებას სააკაშვილი ევროპარლამენტში გავლენიანი დეპუტატებისგან ცდილობდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოლაპარაკებები არა მხოლოდ კანონმდებლებთან, არამედ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან გამართა.
მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ანდრიუს კუბილიუსს, ვიოლა ფონ კრამონს, მაიკ გალერის, ანა ფოტიგასა და სარიუშ ვოლსკის.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამსხველი ფოტო ვიოლა ფონ კრამონმა ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.