ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარია და ლევან ვასაძე შემოდიან, გაუჭირდება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში 43%-ის აღება „ქართულ ოცნებას”?-“რეზონანსის” კითხვას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა შემდეგს პასუხობს: ი.კ.: „ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს. ოთხი წლის წინ შეიძლება ეს პრობლემა არ ყოფილიყო, თუმცა ახლა გაუჭირდება. მან 2020 წლის არჩევნებში 48% აიღო და წარმოიდგინეთ ამ რყევებისა და თუნდაც გახარიასა და ვასაძის მერე რამდენად გაუჭირდება. ალბათ გიორგი გახარიას პარტიაში ყველა თაობა და ყველა ეროვნება იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ ის ფიქრობს იმაზე, რომ საშუალო ფენის ინტერესების გამომხატველი პარტია ჩენ არ გვყავს და იმ ხალხზე უნდა იმუშაოს, ვინც ხმას არავის არ აძლევს. ვასაძეც ამ სეგმენტზე იმუშავებს. ის რუსეთის მიმართულებით წავიდა და ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაიძრას. ჩვენ მისი საპროგრამო თეზისები სიღრმისეუოლად არ მოგვისმენია, ვერ გეტყვით, რომ ის ხელისუფლებაში მოვა და უმრავლესობის ნებას მიპოვებს, მაგრამ რაღაც გარკვეული ძალა ექნება. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ კოალიციურ მთავრობას მივიღებთ, ეს იქნება, „ოცნებისაგან” „ნაციონალებიოსაგან” , გახარიასგან, არაა გამორიცხული იყოს ვასაძისაგანაც და სხვა ჯგუფებისგან. ჩვენ ასეთი მთავრობა არ გვქონია, ეს ალბათ ცდა იქნება. „რ”: რაც შეეხება „ნაცმოძრაობის”, მის ახლანდელ რეიტინგს ამაზე რას იტყვით? ი.კ.: მიშასდროინდელი „ნაცმოძრაობა” სხვა იყო. როცა ისინი მოვიდნენ, აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო, რასაც შევარდნაძის რეჟიმის კორუფციულობა, უვარგისი საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმი უწყობდა ხელს. სხვათა შორის ნეპოტიზმი ახლაცაა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. მიშა სააკაშვილს არ უნდა დავუკარგოთ პირველი ექვსი წელი რაც გააკეთა, შემდგომ არასასურველ პროცესებს კი მისმა გარემოცვამ შეუწყო ხელი. ახლა მელიას აქვს თუ არა ასეთი რეიტინგი, საკითხავია-აცხადებს კვესელავა.