BBC: “საქართველოს ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენამ იმატა”

ამ თემაზე ვრცელ სტატიას BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა სააკაშვილის ხელისუფლების სიამაყე იყო, თუმცა ახლა კრიმინალური ავტორიტეტების გავლენამ ისევ იმატა.

“ხელისუფლება ამას უარყოფს, თუმცა რა ხდება ციხის კედლებს მიღმა ამის შესახებ თავად ყოფილი პატიმრები ყვებიან და ამაზე საუბარია სახალხო დაცველის ანგარიშებშიც”, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ ე.წ. ციხის მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლის შესუსტებას უკავშირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: