გუმათში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამთენიისას შეწყვიტეს

სოფელ გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე გაათენეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

ადგილზე აღმართული ბარიკადების მიღმა კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.

რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეებს, მათი პროტესტი გამთენიისას შეწყდა, იქამდე კი, ისე როგორც გასულ ღამეს, მომიტინგეები წუხელაც რკინის ბარიკადებს ხელებს რამდენიმე საათის განმავლობაში ურტყამდნენ და ამით ხმაურს გამოსცემდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share