ამჯერად კედლის მხატვრობა ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დაზიანდა და ჩამოიშალა. ამ პროცესის შესაჩერებლად კი, ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელის თქმით, კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის სააგენტო არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს.
ტაძარს კი სარესტავრაციო სამუშაოებში კვალიფიციური ექსპერტების ჩარევა სჭირდება. თორნიკე ბარათაშვილი კულტურის მინისტრს ურჩევს, სხვისი დადანაშაულების ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს ძეგლის გადარჩენის სამუშაოები.